აჭარაში არსებული განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
პრეზენტაციის მონაწილეებს მარიამ ქვრივიშვილმა 2025 წლის ტურიზმის სტრატეგია და ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები გააცნო.
მიმდინარე პროექტებისა და ზაფხულის სეზონის მზადების შესახებ კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.