„პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც 20-მდე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, ამ ეტაპზე დაფინანსების კუთხით დარღვევები არ დაფიქსირებულა.
კომისია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და მიზნად ისახავს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის განხორციელებას დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
საკონსულტაციო კომისია მუშაობას 2018 წლის დეკემბერში დაასრულებს.