საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ – სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები ვაშინგტონში ვიზიტის ბოლო დღეს ატლანტიკურ საბჭოში შეიკრიბნენ. დისკუსიას სახელწოდებით „თავისუფლების ფრონტის ხაზები“ ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი უძღვებოდა. მისი კითხვების საპასუხოდ, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეები, საუბრობდნენ რუსეთის მიერ მათი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციაზე.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამივე ქვეყანამ უნდა გააერთიანოს საკუთარი ძალისხმევა, რესურსი და ერთობლივად ებრძოლოს ამ გამოწვევას. კობახიძეს შეკითხვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.