საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა. მამუკა ბახტაძემ იან კელის ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგი, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა და ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომელიც დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში.