გაუარესდა თუ არა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება: ოპოზიციის ბრალდებების პასუხად შინაგან საქმეთა მინისტრმა მესამე სექტორს ბოლო ერთი წლის სტატისტიკა პირადად გააცნო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირებული ან უცვლელია, თუმცა ფიქსირდება ისეთი დანაშაულებრივი ფაქტების ზრდა, როგორიცაა ქურდობა, საკუთრების ხელყოფა და ოჯახური ძალადობა.
2018 წლიდან, უწყება დანაშაულებრივ ქმედებებს ახალი მეთოდით აღრიცხავს. სწორედ შეცვლილი მეთოდოლოგიით მომზადებული სტატისტიკის ანალიზის შემდეგ, გიორგი გახარია ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლას აანონსებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესში ჩართვას და შესაბამისი კანონ-პროექტების მომზადებას გეგმავენ.