დიღმის ამომრჩეველს შეხვდა „ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მხარდამჭერებთან შეხვედრისას, გია ვოლსკიმ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სტაბილურობისა და განვითარების პერსპექტივაზე. ამასთან, მმართველი გუნდის კანდიდატმა, მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინა და მათ გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.