გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ.
სახლი საზღვრებს გარეშე ლუდმილა სალიას კერძო ინიციატივით და ევროკავშირის და სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ამჟამად აქ თავშესაფარი 11 პირს მისცეს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც დიდი ამაგი აქვთ ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მისი თქმით, ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში, პენსია 400 ლარამდე გაიზრდება, გაიზრდება თავშესაფრების დაფინანსება და მოხდება მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა.