ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განიხილეს ტექნიკური საკითხები. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე შეხვედრები კიდევ გაიმართება, რადგან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია მოსაზრებების დაახლოვება და მათი ასახვა პროექტში.