საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.