გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეხვდა. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განათლება, დასაქმება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა იქნება.
ვაშაძემ სტუდენტებისა და ბავშვების დაფინანსების ამ დროისთვის არსებული სქემაც გააკრიტიკა.