რა როლი აქვს განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთოების გაღრმავებისა და განვითარების ნაწილში, უნივერსიტეტის საქმიანობის როლზე.