შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ფოთის მერი და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი დევნილთა დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.