შეიარაღებული თავდასხმა ვარკეთილში.
ღამით 38 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მოკლეს. დაჭრილია ასევე 45 წლის მამაკაციც. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტივი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო– 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.