შეიარაღებული თავდასხმა ვარკეთილში

შეიარაღებული თავდასხმა ვარკეთილში.

ღამით 38 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მოკლეს. დაჭრილია ასევე 45 წლის მამაკაციც. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტივი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო– 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.