საფრანგეთში, ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათ შორის არიან სამ წლამდე ბავშვები. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებისა და ერთი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კაცია, რომელიც პოლიციას სირიელ ლტოლვილად გაეცნო. ის პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევის ადგილისკენ ამ წუთებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელისაბედ ბორნი მიემართება. შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც დაშავებულების ოჯახის წევრებს მომხდარის გამო უთანარგძნო და აღნიშნა, რომ ერი განცვიფრებულია.