პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი შეღავათი ამოქმედდა.
ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდაც აღარ მოუწევთ. ჩამოიწერა დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე გადასახდელი თანხა. გადაწყვეტილება ვრცელდება ტურ-ოპერატორებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, განთავსების ობიექტებზე, რესტორნებზე. ქონების გადასახადისგან გათავისუფლება კოვიდ-პანდემიის დროს მიღებული სერიოზული ზარალის ასანაზღაურებლად შემუშავებული დახმარების პროგრამის ნაწილია.