სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი “რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს” სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული შეფერხებებით დაინტერესდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ალექსანდრე მოწერელიამ იმედი გამოთქვა, რომ სამუშაოები დროულად დასრულდება. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო.
კომპლექსი შვიდი ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება.