კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რუხის საავადმყოფოც მიიღებს

21:20, 28.03.2020

იმ სამედიცინო დაწესებულებების რიცხვს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ, რუხის საავადმყოფოც ემატება. იქ ასამდე ადგილი გამოიყოფა. ამავე ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება საკარანტინე ზონის მოწყობა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საავადმყოფო გათვლილი იქნება სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირებისთვის, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ. გიორგი გახარიამ დღეს ოპონენტების შეთავაზებებსაც უპასუხა.

მსგავსი