შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კონფერენცია

სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის – ამ თემაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა. სამი წლის განმავლობაში კვლევითი პროექტი  ქალაქების დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში, სკოლებმა გამოიკვლიეს, რა პრობლემები დგას მათ წინაშე და როგორ შეიძლება მოხდეს მისი გადაჭრა, ასევე რა მიმართულებებით შეიძლება დაიგეგმოს სიახლეები. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, მათ შეიმუშავეს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებისთვის უფრო ეფექტიანად. პროექტი სკოლებმა საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით განახორციელეს.