სახალხო დამცველი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს. საუბარია შემოქმედებით თავისუფლებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ჩარევისა და ცენზურის შესაძლებლობას გულისხმობს, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან.
ომბუდსმენის განცხადებით, თუ პარლამენტი მსგავს ცვლილებას „კულტურის შესახებ კანონსა“ და სამოქალქო საპროცესო კოდექსში მაინც შეიტანს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ინიცირებულ ცვლილებებს ცენზურის მცდელობად აფასებს შემოქმედებითი ნაწარმოებების ავტორთა ნაწილი.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონმდებლობის პროცესი კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაა.