დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი.
პრემიერის განცხადებით, საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.