სალომე ზურაბიშვილისგან ოპონენტები მორიგ განმარტებას ელოდებიან. ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე ამჯერადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებაა. “დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს გააჩნია”- ეს არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის გამოსვლიდან ციტატა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევენ.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს დღეს ამ თემაზე აღარ უსაუბრია. მის გარდა, მედიასთან განმარტებები “ქართული ოცნების” ლიდერებსაც დასჭირდათ.