ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ სხვადასხვა ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა.
თამარ ჟვანიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. თამარ ჟვანია საკუთარ განცხადებაში ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიასთვის საარჩევნო კამპანიისას ქვის სროლას ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკო-ს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. საარჩევნო გარემოსა და მომხდარ ინციდენტებს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა.