არასამთავრობოების შუალედურ ანგარიშებს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად გაუმჯობესებულია.
ადგილი არ ჰქონია სისტემურ დარღვევებს. მცირე გადაცდომებზე კი რეაგირება იქნება შესაბამისი.
ირაკლი კობახიძე პროკურატურის მიერ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის გახსნასაც ეხმაურება და ამბობს, რომ საკითხზე მესამე სექტორს ორმაგი სტანდარტი აქვს.