უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი და საზღვრების მკაცრი კონტროლი – რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ამ მოთხოვნებს დღეს მმართველ გუნდში პასუხობენ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხი იყო და არის შიდასახელმწიფოებრივი და ის ემოციურ მიდგომას არ საჭიროებს. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამის საჭიროება რომ არ არსებობს, ეს მისივე თქმით, რუსეთში გვიან ღამით განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა.