შეერთებული შტატების კონგრესში რუსეთისადმი ამერიკის პოლიტიკაზე იმსჯელეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენის დროს, მონაწილეებმა მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ასევე სენატორებმაც.
მათი თქმით, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისა და შემდეგ უკრაინაში განხორცილებული აგრესიის გამო, მსოფლიო დღეს უფრო საშიში ადგილია. კონგრესმენების განცხადებით, დაუშვებელია, რუსეთის მიერ საერთაშორისო წესების დარღვევა ნორმად იქცეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ყურადღება ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტებსაც.