„შებას“ წარმომადგენლები ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს ესტუმრნენ

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს ისრაელის ცნობილი კლინიკის, „შებას“ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მედიკოსები ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში ქართული სამედიცინო სკოლის განვითარების შესაძლებლობებს გაეცნენ და ქართველ კოლეგებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გეგმის თანახმად მომავალში მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით მკურნალობა და ლეიკემიის მძიმე ფორმების ულტრათანამედროვე გაიდლაინების მიხედვით მართვა უკვე საქართველოში იქნება შესაძლებელი. დღეს მსგავსი გადაუდებელი საჭიროების მოზარდი პაციენტების ძვირადღირებული მკურნალობა მხოლოდ უცხოეთის წამყვან კლინიკებში ხდება.