შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი ბათუმში სტარტს ხვალიდან აიღებს. ყველაზე პოპულარულ ფესტივალს წელს სამი დღის მანძილზე განსხვავებული სივრცე Stage 17 უმასპინძლებს. ჯაზის საღამოების ფარგლებში, საქართველოს ისეთი ჯაზ შემსრულებლები ეწვევიან, როგორებიც არიან ლეგენდარული მარკუს მილერი, ბრუკლინ ფანკ ესენშელი, სოულ თრეინი და ბედფორდ ფოლსი. კონცერტების გარდა, ორგანიზატორები არაერთ საინტერესო და გასართობ აქტივობას გვპირდებიან.