შარლ მიშელს, რომლის მედიაციის შედეგად 19 აპრილს საქართველოში ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა, დოკუმენტის ხელმომწერთა პრეტენზიების მოსმენა მოუხდა, მათ შორის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, რომელსაც შეთანხმებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერს და ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი პარტია სამი თვის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს და მთავარ არგუმენტად უზენაეს სასამართლოში ექვსი ახალი მოსამართლის არჩევა დაასახელეს. ოპოზიციის კრიტიკის საგანი იყო საარჩევნო რეფორმა, კერძოდ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა საკითხიც. ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპელ მედიატორს შეთანხმების შესასრულებლად „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერება სთხოვეს. თავის მხრივ მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერს დღეს უთხრა, რომ მმართველი გუნდი შეთანხმების ყველა პუნქტს ასრულებს.
სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს დღევანდელ შეხვედრებს.