შვედეთისათვის თანხმობის სანაცვლოდ, ევროკავშირში შესასვლელად თურქეთისათვის მხარდაჭერა მოითხოვა პრეზიდენტმა ერდოღანმა. თურქეთის პირველმა პირმა მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც გამართა. შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობის წამყვან პოზიციებზე დასაბრუნებლად აქტიური მუშაობა დაიწყება. ევროკავშირის საბჭო მიმართავს უმაღლეს კომისარსა და ევროკომისიას, მოამზადოს ანგარიში სტრატეგიული და გრძელვადიანი გადმოსახედის კონტექსტში“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.