შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს პრემიერთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი. შეხვედრა გუშინ კიევში შედგა.