„ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან“ – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერის შესაძლო ვიზიტს მოსკოვში. „ევროპული საბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი – უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია არ შეიძლება“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელში.