ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერი იყო, ბუნდოვანი ცნება არ არის. გასულ კვირას ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს რეფორმების დღის წესრიგის მიმართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას. კიდევ ერთხელ გმადლობთ მოწვევისთვის“, – წერს შარლ მიშელი.