შარლ მიშელი ბაქოში ჩავიდა

შარლ მიშელი აზერბაიჯანში უკვე ჩავიდა. ის გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელს დახვდნენ აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები. ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია 11-13 ნოემბერს გაიმართება.