პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ არასამთავრობო სექტორში უცხოურ გავლენებზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წლის წინ მიიღეს დაპირება როგორც არასამთავრობო, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ მათი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე გახდებოდა, თუმცა, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ყველა სახელმწიფო საკუთარი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და ევროკავშირის 16 ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობის რეესტრი უკვე არსებობს.
ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან #აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად – 4 აპრილი, 2024 #LIVE