შალვა პაპუაშვილის განცხადება

„ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა ან მისი გვერდის ავლა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და არჩევნების გაყალბების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას ტოპტვინების იმედად არის ამ თუ სხვა ქვეყანაში, მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვიათ ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს“ – განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, აბსურდია, რასაც აკეთებენ „ენჯეოები“ და აქ უკვე მათი დონორების პასუხისმგებლობის საკითხი დგება.