26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ზოგიერთი ევროპული პოლიტიკოსის განცხადება კი აჩენს აღქმას, რომ სურთ ეუთო/ოდირის დასკვნის რევიზია მოხდეს.