შალვა ნათელაშვილმა გუნდის ახალი წევრი წარადგინა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუნდის ახალი წევრი წარადგინა.

„ლეიბორისტებს“ ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდა. ის პარტიის უფლებათა დაცვის ცენტრს უხელმძღვანელებს. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებთან იდეოლოგიური თანხვედრის გამო მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ თანაგუნდელები კონკრეტულ სამუშაო საკითხზე უკვე შეთანხმდნენ.