შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ნიკარაგუის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აპირებს. ის შეერთებული შტატების მთავრობას მიმართავს, გავრცელდეს ნიკარაგუის პრეზიდენტზე ფინანსური სანქციები და დანიელ ორტეგა არალეგიტიმურ პრეზიდენტად ცნონ.