თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯვარას მიმდებარედ ხე-ტყის ჭრას აპროტესტებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.
შალვა ნათელაშვილი დღეს თეთრიწყაროში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც მოჭრილი ტყის მასალაა დალაგებული. ლეიბორისტების ლიდერის განმარტებით, ხე-ტყის ჭრა უკანონოდ ხორციელდება და მიმართავს შესაბამის უწყებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს გამოძიება.
თეთრიწყაროს გამგეობაში ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.27