გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ევროკავშირის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, გერმანიის ელჩმა რამდენიმე არადიპლომატიური და არაეთიკური შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ელჩის მიმართ განცხადებებზე თავად „ლეიბორისტები“ აგებენ პასუხს და არა კოლეგა პარტიები.