შალვა ნათელაშვილი დღეს რუსთავის მოსახლეობას შეხვდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ე.წ. სტამბოლის ბაზარში იმყოფებოდა და იქ დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ბევრი სამუშაო ადგილი და დასაქმებული ადამიანები, – ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი დაპირება.