შალვა ამირანაშვილის 125 წლის იუბილე

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდი ქართველი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის, შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციის დაწყებამდე ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის შესასვლელში შალვა ამირანაშვილის ბიუსტი საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და შალვა ამირანაშვილის ოჯახის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. ბიუსტი, რომელიც ბრინჯაოშია ჩამოსხმული, მოქანდაკე ოთარ ფარულავას მიერ შექმნილი პორტრეტის მიხედვით დამზადდა. საიუბილეო ღონისძიებები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მუზეუმელთა ალიანსის ინიციატივით ტარდება.