შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო –  ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, – ასე აფასებს საქართველოს გავლით აზებაიჯანული გაზის ექსპორტს ევროპაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამხეთის გაზის კორიდორით ბუნებრივ აირს მიიღებენ 7 ევროპული სახელმწიფო და 10 მსხვილი თურქული შემსყიდველი. სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტში გათვალისწინებულია ქართული მხარის სარგებელი. კონკრეტულად სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა საბაზროზე ორჯერ იაფად შეისყიდოს ბუნებრივი აირი. ასევე ქვეყანა უფასოდ მიიღებს გატარებული გაზის მოცულობის ხუთ პროცენტს. კონტრაქტი 2066 წლამდეა ძალაში.