სფფ-ის შეხვედრა ქართულ კლუბებთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

განიხილეს მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებული თემები. ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი, სტარტს პირველ მარტს აიღებს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ამბობს, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა, პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება იყო.