ქვეყანა სეზონური ვირუსების პიკურ პერიოდში იმყოფება. კლინიკებში მყოფი პაციენტების უმრავლესობას H1 N1 უდასტურდება, პარალელურად, იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა, რაც 25 % შეადგენს. საგანმანათლებლო პროცესის დაწყების პარალელურად, სპეციალისტები არ გამორიცხავენ სეზონური ვირუსების შემთხვევების მატებას, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული შეზღუდვების შემოღების რეკომენდაციებსა და ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.