სეზონური ვირუსები - სიმპტომები და გავრცელების ტემპები

ქვეყანაში სეზონური ვირუსების პიკის დაღმასვლის ნიშნებია.

ეპიდემიოლოგების ასეთი დასკვნები ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს ემყარება, რომელთა მიხედვით გრიპის და რესპირატორული ვირუსების კლების ნიშნები ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება. თუმცა, ცალკეულ პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად გრიპის A ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეშტამი და მძიმე მიმდინარეობა აქვს. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს – კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია.