კორონავირუსის შემთხვევები სეზონური ვირუსების ცირკულირებამ გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში „კოვიდ-19“- ით ინფიცირების შემთხვევები 200-ს არ აღემატება, ხოლო თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა 6-ს, სპეციალისტები მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. როგორც ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსი არსად გამქრალა და მან თავი შეიძლება ნებისმიერ დროს იჩინოს. რაც შეეხება რესპირატორულ ვირუსებს, ცერცვაძის განმარტებით, მიუხედავად შემთხვევების მკვეთრი მატებისა, ჯანდაცვის სისტემამ მასთან გამკლავება შეძლო.