სეზონური ვირუსები - გავრცელება და პრევენცია

სეზონური ვირუსები, მათი გავრცელება და პრევენცია. მედიკოსები ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ ინფექციებზე საუბრობენ და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ექიმების თქმით, პრევენციულ საშუალებად კვლავ რჩება ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრა. ამ დროისთვის საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი, იმუნიზაციას კი ნებისმიერი მოქალაქე დღის ბოლომდე უფასოდ შეძლებს. ორკვირიანი აქცია დღეს სრულდება.