სეზონური ვირუსები

ქვეყანა სეზონური ვირუსების აქტიურად გავრცელების ფაზაშია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევებმა საგანმანათლებლო პროცესის დაწყების შემდეგ მოიმატოს. კლინიკებში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობას ე.წ. ღორის გრიპი უდასტურდება, პარალელურად, იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. თუმცა, ამ მიმართულებით ჰიგიენის ნორმების დაცვისა და ვაქცინაციის გარდა, განსაკუთრებული შეზღუდვის შემოღების რეკომენდაციას არ გასცემენ.